გთავაზობთ მიმდინარე სატურნირო მდგომარეობას!
შეგახსენებთ, რომ ფინალური ეტაპი შედგება სამი სარეიტინგო ტურნირისგან!

Georgian Carp Fishing Federation - საქართველოს კარპ ფიშინგის ფედერაცია
დასრულდა საქართველოს ჩემპიონატის ფინალური ეტაპის პირველი ტური, კობრის სპორტულად თევზჭერაში!
საკმაოდ საინტერესო და დაძაბული ტურნირი გამოვიდა! საერთო ჯამში, ჩვენმა სპორტსმენებმა 58 ჩათვლადი კობრის დაჭერა მოახერხეს, ჯამური წონით 181.82კგ!
ტურნირის გამარჯვებული კი შარშანდელი საქართველოს ჩემპიონები გახდნენ - გეგელაშვილი/ხაჩიძე/ჭუმბურიძე/ვადაჭკორია/ვალიშვილი
გთავაზობთ საბოლოო პროტოკოლს და ლამაზ ფოტოსურათებს
2022 წლის რეგლამენტის თანახმად, საკვალიფიკაციო ეტაპზე ნაჩვენები შედეგების მიხედვით, ფინალურ ეტაპზე გუნდებს გადაყვებათ Bonus ქულები, რომლებიც ფინალურ ტურნირებში ნაჩვენებ შედეგებს დაემატება