top of page

Georgian Carp Fishing Federation - საქართველოს კარპ ფიშინგის ფედერაცია

გთავაზობთ საქართველოს ჩემპიონატის განახლებულ რეიტინგს და განთესვას, რომელიც შედგენილია პირველი ორი ტურის შედეგების მიხედვით. მესამე ტურში მოხდება ერთი გუნდის დამატებაც, რაც იმას ნიშნავს რომ საქართველოს 2021 წლის ჩემპიონატში ნაცვლად 12 გუნდისა, უკვე 13 გუნდი იქნება წარმოდგენილი. აღნიშნული ფაქტი გამოწვეულია GiNo-Ultra-ს გაყოფით, რის შედეგადაც ჩემპიონატში იასპარეზებს ორი გუნდი Ultra და GiNo.


ფედერაციის რეგლამენტის თანახმად, როდესაც ხდება გუნდების გაყოფა, ერთ-ერთ გუნდს უფლება აქვს დაიტოვოს მიმდინარე რეიტინგი, ხოლო მეორე გუნდს კი ყველა შედეგი უუქმდება, შესაბამისად კენჭისყრის შედეგად GiNo-Ultra-ს შედეგები ავტომატურად დაემატება Ultra-ს, ხოლო GiNo-ს კი პირველი ორი ტურის რეზულტატები ავტომატურად გაუნულდა.


გთავაზობთ მიმდინარე სატურნირნო ცხრილს:



მესამე ტურისთვის, გუნდები ორ კალათაში შემდეგნაირად გადანაწილდნენ:




ფაილების ელექტრონული ვერსია:


მიმდინარე რეიტინგი და განთესვა
.xlsx
Download XLSX • 20KB

28-30 მაისს, საქართველოს კარპ ფიშინგის ფედერაციის ინიციატივით ჩატარდა 2021 წლის პირველი სამოყვარულო ტურნირი სახელწოდებით "ლიგა B - ღია ტურნირი"

აღნიშნულ ტურნირში ძალიან ბევრმა ახალმა და მოტივაციით სავსე გუნდებმა მიიღეს მონაწილეობა, რაც საბოლოო ჯამში ძალიან საინტერესო ტურნირის საწინდარი გახდა. პირველ სამოყვარულო ტურში, სულ 12-მა გუნდმა მიიღო მონაწილეობა (9 ახალი გუნდი და 3 ლიგა A-ს გუნდი), რაც აქამდე ჩატარებულ ღია ჩემპიონატებთან შედარებით, სარეკორდო მაჩვენებლია!

48 საათის განმავლობაში, გუნდებმა ჯამურად 29 კობრის დაჭერა მოახერხეს, საერთო წონით 113.69 კგ! ასევე აღსანიშნავია ტურნირის მეორე დღეს დაჭერილი რეკორდული ზომის ამური, რომლის წონამაც 12.400 კგ-ს მიაღწია!

ტურნირის გამარჯვებული კი ბაინდურაშვილების გუნდი გახდა, რომლებმაც 11 თევზის დაჭერა მოახერხეს, ჯამური წონით 32.400გრ!

ასევე, განსაკუთრებული მადლობა გვსურს გადავუხადოთ Carpology Shop-ს ტურნირის მხარდაჭერისთვის და პრიზებისთვის!

გთავაზობთ საბოლოო შედეგებს და ტურნირის ფოტოებს!



1 Round - 28-30May
.xlsx
Download XLSX • 172KB


დასრულდა საქართველოს ჩემპიონატის მეორე ტური სპორტულად კობრის თევზჭერაში!

ჩვენმა სპორტსმენებმა, ჯამში 108 კობრის დაჭერა შეძლეს რაც ჯამურად 325კგ-ს აღემატება. მიუხედავად ძალიან რთული კლიმატური პირობებისა, ჩვენმა სპორტსმენებმა ღირსეულად გაართვეს თავი ყველა სირთულეს და ნადარბაზევზე აქამდე ჩატარებულ ტურნირებს შორის, ყველაზე მეტი კობრის დაჭერა მოახერხეს!


ვულოცავთ გამარჯვებულ გუნდებს მიღწეულ წარმატებას!


2 ტურის შედეგების ელექტრონული ვერსიის გადმოსაწერად, გთხოვთ დააჭიროთ ბმულს:

2 Round
.xlsx
Download XLSX • 176KB


მთავარი გვერდი: Blog2
bottom of page