top of page

Georgian Carp Fishing Federation - საქართველოს კარპ ფიშინგის ფედერაცია

დასრულდა 2021 წლის საქართველოს სარეიტინგო ჩემპიონატი კარპ ფიშინგში! 2021 წლის ჩემპიონატში 13 გუნდის 34 სპორტსმენი იღებდა მონაწილეობას. მიმდინარე წლის კალენდარი მოიცავდა ხუთ სარეიტინგო ტურს, რომელსაც ტრადიციისამებრ მასპინძლობდა ნადარბაზევის ტბა. განვლილ ხუთ ტურში, ჩვენმა სპორტსმენებმა შეძლეს ჯამურად 933.29 კგ კობრის დაჭერა, მიუხედავად სხვადასხვა ლოჯისტიკური თუ კლიმატური სირთულეებისა! მადლობას ვუხდით ყველას მონაწილეს და ვულოცავთ გამარჯვებულ სამეულს (Carpoman, West Carp Team, Ultra), რომლებიც შემდეგი წლის სექტემბერში დაიცავენ საქართველოს ღირსებას, კარპ ფიშინგის მსოფლიო ჩემპიონატზე!

გთავაზობთ 2021 წლის პრიზიორებს:

1 ადგილი - Carpoman (ხაჩიძე, გეგელაშვილი, სიხარულიძე) 2 ადგილი - West Carp Team (ქართველიშვილი, გორგიძე, შალამბერიძე) 3 ადგილი - Ultra (ახვლედიანი)





გთავაზობთ 2021 წლის საქართველოს ჩემპიონატის საბოლოო შედეგებს:



2021 - Final Standings
.xlsx
Download XLSX • 471KB

22-25 ივლისს გაიმართა საქართველოს ჩემპიონატის მეოთხე ტური, რომელსაც უმასპინძლა ნადარბაზევის ტბამ! აღნიშნულ ტურში 12 გუნდის 30-მდე სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა. 72 საათის განმავლობაში, გუნდებმა 2021 წელს დაჭერილი კობრის რეკორდული რაოდენობა დააფიქსირეს ჯამური წონით 349.37კგ!

A ზონის გამარჯვებული გუნდი გახდა Carpoman (ხაჩიძე, სიხარულიძე, გეგელაშვილი), ხოლო B ზონაში კი პირველი ადგილი არავის დაუთმო West Carp Team-მა (ქართველიშვილი, გორგიძე, შალამბერიძე).


გთავაზობთ მეოთხე ტურის საბოლოო შედეგებს:


4 Round - 2021 Nat Champ
.xlsx
Download XLSX • 173KB


საქართველოს 2021 წლის ჩემპიონატის დასრულებამდე დარჩენილია ერთი ტური, სადაც გადაწყდება წლევანდელი ჩემპიონატის გამარჯვებული. ამ მომენტისათვის პირველობისთვის იბრძვის შარშანდელი ჩემპიონი (West Carp Team) და ვიცე-ჩემპიონი (Carpoman). ასევე ძალიან დაძაბული ბრძოლაა ბრინჯაოს მედლისთვის, რომლის დაუფლების შანსი ერთბაშად 6 გუნდს აქვს! მოგეხსენებათ, პირველ სამეულში გასული გუნდები შეძლებენ 2022 წელს მონაწილეობა მიიღონ კარპ ფიშინგის მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელსაც უკრაინა უმასპინძლებს!


გთავაზობთ მიმდინარე ჩემპიონატის სატურნირო ცხრილს:



4 Round Standings
.xlsx
Download XLSX • 22KB


საქართველოს ჩემპიონატის მეხუთე ტური გაიმართება 30 სექტემბერი - 3 ოქტომბერს. მეხუთე ტურნირისთვის, გუნდები ორ ჯგუფად გადანაწილდნენ მიმდინარე განთესვის მიხედვით:




წარმატებას ვუსურვებთ ჩვენს სპორტსმენებს დარჩენილ მეხუთე ტურში! ვიმედოვნებთ რომ ბოლო ტურიც ისეთივე უხვთევზიანი გამოვა, როგორც წინა ეტაპები!





9-11 ივლისს, საქართველოს კარპ ფიშინგის ფედერაციის პატრონაჟით, რიგით მეორე სამოყვარულო ტურნირს უმასპინძლა ნადარბაზევის ტბამ!


აღნიშნულ ტურნირში მონაწილეობა მიიღო 10-მა გუნდმა (A ლიგა 2 გუნდი/ B ლიგა 8). წინა ეტაპისგან განსხვავებით, გაცილებით უფრო აქტიურობდა კობრი რამაც საბოლოო რეზულტატებზეც დადებითად იმოქმედა. ჯამში, ჩვენმა მოყვარულმა სპორტსმენებმა 135.52კგ-ის დაჭერა მოახერხეს, საშუალო წონით 3.66კგ.


გთავაზობთ ტურნირის საბოლოო შედეგებს:



9-11 ივლისი - სამოყვარულო 2 ტური - 2021
.xlsx
Download XLSX • 173KB

გთავაზობთ მიმდინარე სატურნირო ცხრილს, ორი ტურის შედეგების გათვალისწინებით (ტურნირის წესების თანახმად, საბოლოო რეიტინგში გათვალისწინებულია მხოლოდ მოყვარული გუნდების შედეგები)




სამოყვარულო ჩემპიონატი 2021 - 2 ტური - შედეგები
.xlsx
Download XLSX • 14KB


მთავარი გვერდი: Blog2
bottom of page