დღეს დილით, სტარტი აიღო საქართველოს კარპ ფიშინგის მიერ ორგანიზებულმა სამოყვარულო ტურნირის მეორე ეტაპმა! აღნიშნული ტური 48 საათიანია, რომელშიც 12 გუნდი მიიღებს მონაწილეობას! კვლავინდებურად, ტურნირს ნადარბაზევის ტბა უმასპინძლებს! სამოყვარულო ტურნირის წესების თანახმად, გუნდები განლაგდებიან ერთ ზონაში (ზონა B), სადაც სექტორებს შორის დაცილება იქნება 50 მეტრი. ტურნირის მსვლელობისას, მაქსიმალურად შევეცდებით რომ მოგაწოდოთ უახლესი ფოტო/ვიდეო მასალა. ასევე შაბათ-კვირას იგეგმება ლაივ სტრიმებიც ჩვენს Youtube არხზე!
ასევე, დღეში სამჯერ შემოგთავაზებთ მიმდინარე პროტოკოლებსაც (09:00; 15:00, 21:00) ჩვენს Facebook გვერდზე!
