საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ჩატარების ზოგადი წესები და პირობები
ტურნირის ჩატარება ხდება წინასწარ გამოქვეყნებული კალენდრის მიხედვით, რომელსაც აქვეყნებს საქართველოს კარპფიშერთა ფედერაცია. ტურნირის მომზადება და ჩატარება ეკისრება საქართველოს კარპფიშერთა ფედერაციას
2022 წელს დამტკიცებული ფორმატის მიხედვით, საქართველოს კარპ ფიშინგის ფედერაცია ორგანიზებას გაუკეთებს სამი სახის ტურნირებს: ღია ტურნირები, საქართველოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირები და ფინალური ტურნირები
ფედერაციის მიერ ორგანიზებულ ტურნირებში მოქმედებს შემდეგი დათქმები და შეთანხმებები:
-
კენჭისყრა: ხუთშაბათი 09:00
-
სექტორებში შესვლის დრო: დაუყონებლივ კენჭისყრის შემდეგ
-
მარკირების დაწყების დრო: ხუთშაბათი 10:00
-
ტურნირის სტარტი: ხუთშაბათი 12:00
-
ტურნირის ფინიში: კვირა 12:00
-
დაჯილდოება: კვირა - 13:30
-
თევზის აწონვის საათები: 09:00 – 19:00
-
სპომბით დაკვების საათები: 08:00 – 19:00
ღია ტურნირები
ღია ტურნირებში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს ნებისმიერ მოყვარულ და პროფესიონალ მეთევზეს ფედერაციის მიერ დადგენილი წესების და რეკომენდაციების დაცვით.
წლის განმავლობაში ჩატარდება მაქსიმუმ 3 ტურნირი.
საქართველოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირები
საქართველოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტუნნირებზე (წელიწადში 4 ეტაპი) დაიშვებიან მხოლოდ საქართველოს კარპ ფიშინგის ფედერაციაში დარეგისტრირებული გუნდები.
საკვალიფიკაციო ეტაპის დამატებითი დათქმები
-
პირველ ტურში, გუნდების განთესვა მოხდება წინა წლის შედეგების მიხედვით
-
საკვალიფიკაციო ტურნირის გაცდენა ისჯება დამატებითი საჯარიმო ქულით (ფორმულა: მაქსიმალურ ქულას + 1 ქულა)
-
მაქსიმალური ქულის დათვლის ფორმულა: ((რეგისტრირებული გუნდების რაოდენობას - 4) /2) - გატეხილი რიცხვის შემთხვევაში, მოხდება დამრგვალება (მაგ. 4.5 დამრგვალდება 5 ქულამდე)
-
უთევზო გუნდების სარეიტინგო ქულა გამოითვლება შემდეგი ფორმულით. ზონაში უთევზო გუნდების რაოდენობის მიხედვით დარჩენილი ადგილების ჯამი გაყოფილი უთევზო გუნდების რაოდენობაზე. მაგ. 7 გუნდიან ზონაში თევზი ვერ დაიჭირა სამმა გუნდმა ესეიგი დარჩენილია ადგილები 5,6 და 7 დათვლის ფორმულა არის შემდეგი: 5+6+7=18 18/3 (გუნდების რაოდენობაზე) = 6 შენიშვნა: იმ შემთხვევაში თუ უთევზო გუნდების ქულამ გადააჭარბა რეგლამენტით დადგენილ მაქსიმალურ ქულას. უთევზო გუნდებსაც დაეწერება დადგენილი მაქსიმალური ქულა. თუ მაქსიმალურ ქულაზე მცირე გამოვიდა უთევზო გუნდების ქულა დაეწერებათ მიღებული ქულა
-
გუნდი ვალდებულია გადაიხადოს, გაცდენილი ტურის მონაწილეობის საფასური
-
შესარჩევი ეტაპის მსვლელობისას, ერთი გუნდი ვერ მოხვდება კუთხის სექტორში ერთზე მეტჯერ
საქართველოს ჩემპიონატის ფინალური ტურნირები
ფინალურ ეტაპზე მონაწილეობის უფლება ექნებათ, საქართველოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტუნრირებზე, საუკეთესო შედეგის მქონე TOP 8 გუნდს. ფინალური ეტაპების რაოდენობა განსაზღვრულია 3 ტურნირით, რომლის მიხედვითაც გამოვლინდება საქართველოს ჩემპიონი და საუკეთესო შედეგის მქონე სამი გუნდი მიიღებს მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს
ფინალური ეტაპის დამატებითი დათქმები
-
ფინალური ეტაპზე ტურნირის მსვლელობისას გამოყენებული იქნება მსოფლიო ჩემპიონატზე მოქმედი რეგლამენტები სექტორის დატოვების და ტბაზე მოქმედების წესების ჩათვლით.
-
მაქსიმალური ქულის დათვლის ფორმულა: (გუნდების რაოდენობა - 2)
-
გუნდების განთესვა მოხდება საკვალიფიკაციო ეტაპზე ნაჩვენები შედეგებით
-
საკვალიფიკაციო ეტაპზე ნაჩვენები შედეგებით, ფინალურ ეტაპზე გუნდებს გადაყვებათ Bonus ქულები შემდეგი გადანაწილებით:
ზონებში განთესვა:
- 1-6 ადგილზე გასული გუნდები გვერდით სექტორებში მოხვდებიან მაქსიმუმ ერთხელ
- 7-8 ადგილზე გასულ გუნდებს არ შეეძლებათ გვერდით სექტორებში მოხვედრა
ფედერაციის მიერ ორგანიზებულ ტურნირებში მონაწილეობისთვის საჭირო აღჭურვილობის და ინვენტარის მინიმალური ჩამონათვალი:
-
ანკესის დასადები (როდ პოდი/ბუზ ბარი/ბანკ სტიკი (Rod Pod) – Buzz Bar/ Bank Stick)
-
ჩარტყმის ელექტრუნული სიგნალიზატორი 4 ერთეული (Bite Indicators)
-
მაქსიმუმ 13FT სიგრძის 4 სათევზაო ანკესი (Carp Rod) (დაშვებულია ერთ დრიულად მაქსიმუმ 4 ანკესის გამოყენება/სათადარიგო ანკესების რაოდენობა შეუზღუდავია)
-
მაქსიმუმ 13FT სიგრძის 1 დასაკვები ანკესი (Spomb Rod) (დასაკვები ანკესების რაოდენობა შეუზღუდავია)
-
თევზის შესანახი ბადე - 3 ერთეული (Carp Sling)
-
თევზის დასაწვენი მატი - (Carp Unhooking Mat)
-
ჩოგანბადე (Landing Nets)
-
კარავი
თევზჭერის ადგილი და ზოგადი წესები
თევზჭერის ადგილი
-
თევზჭერის ადილი (სექტორი) მონიშნულია სპეციალური მანიშნებლით და შესაბამისად მხოლოდ აღნიშნულ სექტორშია შესაძლებელი თევზჭერა - სექტორის ზომები: 20X12
-
სექტორის შორის მანძილი (ე.წ. ნეიტრალური ზონა) განსაზღვრულია 20-60 მეტრით (ნეიტრალური მანძილის ზომა დამოკიდებულია კონკრეტულ ტბაზე და ბუნებრივ პირობებზე)
-
სექტორები განაწილებულია ზონებში. ზონების რაოდენობას განსაზღვრავს ტურნირში მონაწილე გუნდების რაოდენობა და ტურნირის ფორმატი.
თევზჭერის ზოგადი წესები
-
ჩათვლაში შედის მხოლოდ სარკისებრი კობრი, ფარფლისებრი კობრი და თეთრი ამური მინიმალური წონა 1,5კგ. (1500 გრ.)
-
დაჭერილი თევზის აწონვა ხდება მსაჯების მიერ , ყოველი გუნდის მიერ დაჭერილი თევზის წონის დაფიქსირება სავალდებულოა ტურნირის ოქმებში, ცხრილში წონის დასაფიქსირებლად ხელი უნდა მოაწეროს როგორც თევზის დამჭერი გუნდის მეთევზემ ასევე მსაჯმა და სურვილის შემთხვევაში უახლოესი გუნდის წევრმა. თუ ოქმს არ ექნება მსაჯის ხელმოწერა იმ თევზის წონა ჩაითვლება გაბათილებულად
-
სატყუარა: დაშვებულია ბოილი და ყველა ბუნებრივი მცენარეული სატყუარა რომელიც თმიან მონტაჟზე იქნება დამაგრებული ( ან ხელოვნური სიმინდის იმიტაცია), ცხოველური სატყუარა (გარდა გადამუშავებული ფორმის) აკრძალურია ,დაფიქსირების შემთხვევაში გუნდი მიიღებს დისკვალიფიკაციას.
-
თითო ანკესზე დასაშვებია მხოლოდ ერთი ნემსკავის გამოყენება.
-
ნემსკავზე სატყუარა მაგრდება მხოლოდ „თმის მონტაჟის პრინციპის გამოყენებით, სხვა მეთოდით სატყუარის დამაგრება აკრძალულია.
-
დასაშვებია მხოლოდ უსაფრთხო მონტაჟის გამოყენება, რომელიც ძირითადი ძუის ჩაწყვეტის შემთხვევაში იძლევა საშუალებას თევზის სიმძმისგან განთავისუფლების
-
ანკესის სროლა შეიძლება მხოლოდ თავის ზევიდან, ანკესის გვერდითი სროლა აკრძალულია
-
დაკვება ხორციელდება მხოლოდ: რაკეტით, შურდულით, კატაპულტით და კობრით
-
აკრძალულია ექოლოტის და დასაკვები რადიომართვადი მოწყობილობების გამოყენება.
-
თევზის გამოყვანისას აუცილებელია ჩოგანბადის გამოყენება, იკრძალება წყლის ზედაპირის განათება, ცეცხლის დანთება, ბანაობა, დასაშვებია მხოლოდ თევზის ჩოგანბადეში შეყვანის დროს თავზე გასაკეთებელი ფანრის გამოყენება, დასშვებია მხოლოდ კარვის განათება.
-
წყალში შესვლა მუხლამდე დასაშვებია მხოლოდ თევზის გამოყვანის და გაშვების შემთხვევაში, სხვა დანარჩენ შემთხვევაში წყალში შესვლა აკრძალულია.
-
თევზის გამოყვანისას აკრძალულია სექტორის გარეთ გუნდის წევრების გასვლა და გარეშე პირების დახმარება, თევზის ამოყვანა ხორციელდება მხოლოდ სექტორის ფარგლებში, აღნიშნული წესების დარღვევის შემთხვევაში ამოყვანილი თევზი არ ჩაითვლება გუნდის საერთო წონაში.
-
თევზის გამოყვანის დროს, თუ თევზი გადაედო გვერდითა სექტორის ძუას და მოხდა გადახლართვა, დაჭერილი თევზი ჩაითვლება იმ შემთხვევაში თუ გვერდითა გუნდი არ განაცხადებს პრეტენზიას.
-
იმ შემთხვევაში თუ თევზი გამოყვანის შემდეგ მოკვდება მეთევზის გაუფრთხილებლობით გუნდს მიეცემა სიტყვიერი გაფრთხილება. და არ ჩაეთვლება დაჭერილი თევზი. აღნიშნული ფაქტის განმეორების შემთხვევაში გუნდი მოიხსნება ტურნირიდან
ტურნირის მსაჯობა
-
ტურნირის მსაჯობას განახორციელებს საქართველოს კარპფიშერთა ფედერაციის საორგანიზაციო კომიტეტის მიერ შერჩეული პირი. მსაჯი შეიძლებაი ყოს ერთი ან რამდენიმე.
-
ტურნირის წესების დარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში მსაჯებს აქვთ უფლება გუნდების გაფრთხილების და დისკვალიფიკაციის.
-
მსაჯს აქვს უფლება შეამოწმოს მონტაჟები და ნასროლი ძუის მიმართულება. (მსაჯი ვალდებულია ტურნირის განმავლობაში აწარმოოს დაკვირვება წესების დაცვაზე, დარღვევის შემთხვევაში გამოასწორებინოს გუნდს დარღვევა
-
მსაჯი ვალდებულია ტურნირის მსვლელობისას უზრუნველყოს წესრიგის და დადგენილი წესების დაცვა
ტბაზე მოქმედების წესები
-
ტურნირის მსვლელობის დროს იკრძალება სპირტიანი სასმელების ჭარბი რაოდენობით გამოყენება.
-
იკრძალება ყვირილი, ხმაური, სტვენა, ბანაობა
-
ტურნირის მსვლელობისას 20:00 საათიდან 06:00 საათამდე აკრძალულია ავტომობილით გადაადგილება.
-
იკრძალება სხვა გუნდის სექტორებში შესვლა, როდესაც აღნიშნულ გუნდს გამოყავს ტბიდან დაჭერილი თევზი
-
იკრძალება სხვა გუნდის სექტორებში სისტემატიური სიარული და კოლექტიური შეკრებები
