ჩვენს შესახებ

საქართველოს „კარპ ფიშინგის“  ფედერაცია - წარმოადგენს არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს, რომლის მიზანია საქართველოში სპორტული  თევზჭერის,  კერძოდ  „კარპ ფიშინგის“ განვითარება და პოპულარიზაცია. ფედერაციის ორგანიზებით ტარდება საქართველოში სპორტული შეჯიბრებები. ფედერაცია ახორციელებს საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობის ორგანიზებას.

 

საქართველოს კარპ ფიშინგის ფედერაციის სტრუქტურა

ფედერაციის ოფიციალური წევრები

საქართველოს კარპ ფიშინგის ფედერაციაში ოფიციალურად გაწევრიანებისათვის, მსურველები ვალდებულნი არიან, ფედერაციის მიერ წინასწარ დაგეგმილ ღია ტურნირებში მიიღონ მონაწილეობა და წარმატებული შედეგების მიღწევის შემთხვევაში, ფედერაციის გამგეობის რეკომენდაციით აღნიშნული გუნდები შეძლებენ ფედერაციის ოფიციალურ წევრებად დარეგისტრირებას, რის შემდეგაც მათ უფლება ექნებათ მონაწილეობა მიიღონ საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპებზე

 

გამგეობა

საქართველოს კარპ ფიშინგის ფედერაცია შედგება გამგეობის სამი წევრისგან, რომლის არჩევაც ხდება საქართველოს კარპ ფიშინგის ფედერაციაში დარეგისტრირებული გუნდების მიერ 2 წლის ვადით.

 

პრეზიდენტი

საქართველოს კარპ ფიშინგის პრეზიდენტის არჩევა ხდება (2 წლის ვადით) გამგეობის წევრების მიერ, ხმათა უმრავლესობით

საქართველოს კარპ ფიშინგის ფედერაციის შემადგენლობა:

პრეზიდენტი

დავით ალექსიძე

გამგეობის წევრები

ლევან სიხარულიძე

ზურაბ ახვლედიანი

კახაბერ ხაჩიძე