დასრულდა საქართველოს 2022 წლის ეროვნული ჩემპიონატი, კობრის სპორტულ თევზჭერაში!

დასრულდა საქართველოს 2022 წლის ეროვნული ჩემპიონატი, კობრის სპორტულ თევზჭერაში!

აღნიშნულმა ტურნირმა, სტარტი ჯერ კიდევ ადრეულ გაზაფხულზე აიღო და ჯამში შვიდი, 72 საათიანი რაუნდის შემდეგ, საკმაოდ დაძაბულ ბრძოლაში გამოვლინდნენ წლევანდელი ჩემპიონატის პრიზიორები!

წლევანდელ ჩემპიონატში, საქართველოს საუკეთესო 14 გუნდის 41-მა სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა, რომელბმაც ჯამურად 771 კგ წონის კობრის დაჭერა მოახერხეს!

2022 წლის საქართველოს ჩემპიონი ხომერიკი/მაყაშვილი/ბობოხიძის გუნდი გახდა, ხოლო ვიცე-ჩემპიონობა არავის დაუთმო ახვლედიანი/აკოლაშვილის გუნდმა. მესამე ადგილზე კი სადუნიშვილი/ღვალაძის გუნდი გავიდა!

აღნიშნულმა სამეულმა, ავტომატურად მოიპოვა 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საგზურები, რომელსაც საფრანგეთი უმასპინძლებს!

გთავაზობთ, 2022 წლის საბოლოო პროტოკოლს და საინტერესო ფოტო-მასალას!




Year 2022 - Final Standings
.xlsx
Download XLSX • 400KB