დასრულდა 48 საათიანი მოთელვითი გასვლა ნადარბაზევის ტბაზე!
აღნიშნულ მოსამზადებელ ტურნირში მონაწილეობა მიიღო ფედერაციის ოთხმა გუნდმა!
წყლის უჩვეულოდ დაბალმა ტემპერატურამ (8.5 გრადუსი) ძალიან ნეგატიურად იმოქმედა თევზის აქტივობაზე და მთელი ტურნირის განმავლობაში მხოლოდ ერთმა გუნდმა (სიხარულიძე/აბაიაძე) შეძლო 1.51 კგ ზომის კობრის დაჭერა.
მიუხედავად ამისა, 2022 წლის სეზონის გახსნა მაინც გამოგვივიდა და უკვე თვის ბოლოს, სტარტს აიღებს ფედერაციის მიერ ორგანიზებული ოფიციალური საკვალიფიკაციო ეტაპი, სადაც 14 გუნდი მიიღებს მონაწილეობას!
ყველა კარპ ფიშერს ვუსურვებთ წარმატებულ და უხვთევზიან სეზონს!

