დასრულდა საქართველოს ჩემპიონატის მესამე ეტაპი კარპფიშინგში! აღნიშნული ტურნირი, ნადარბაზევზე აქამდე ჩატარებულ ეტაპებთან შედარებით ნაკლებად შედეგიანი გამოვიდა. როგორც ტურნირის მსვლელობისას გახდა ცნობილი, კობრი ჯერ კიდევ ქვირითობის აქტიურ ფაზაში იმყოფება რაც მის კენკვაზეც უარყოფითად აისახა. 72 საათის განმავლობაში, ჩვენმა სპორტსმენებმა ჯამში 35 კობრის დაჭერა მოახერხეს, ჯამური წონით 102.99კგ!
A ზონის გამარჯვებული გუნდი Ultra (ახვლედიანი) გახდა, ხოლო B ზონას კი GiNo-მ (სადუნიშვილი, ღვალაძე) ულიდერა.
გთავაზობთ ტურნირის საბოლოო პროტოკოლს და ასევე მიმდინარე სატურნირო მდგომარეობას!

