28-30 მაისს, საქართველოს კარპ ფიშინგის ფედერაციის ინიციატივით ჩატარდა 2021 წლის პირველი სამოყვარულო ტურნირი სახელწოდებით "ლიგა B - ღია ტურნირი"
აღნიშნულ ტურნირში ძალიან ბევრმა ახალმა და მოტივაციით სავსე გუნდებმა მიიღეს მონაწილეობა, რაც საბოლოო ჯამში ძალიან საინტერესო ტურნირის საწინდარი გახდა. პირველ სამოყვარულო ტურში, სულ 12-მა გუნდმა მიიღო მონაწილეობა (9 ახალი გუნდი და 3 ლიგა A-ს გუნდი), რაც აქამდე ჩატარებულ ღია ჩემპიონატებთან შედარებით, სარეკორდო მაჩვენებლია!
48 საათის განმავლობაში, გუნდებმა ჯამურად 29 კობრის დაჭერა მოახერხეს, საერთო წონით 113.69 კგ! ასევე აღსანიშნავია ტურნირის მეორე დღეს დაჭერილი რეკორდული ზომის ამური, რომლის წონამაც 12.400 კგ-ს მიაღწია!
ტურნირის გამარჯვებული კი ბაინდურაშვილების გუნდი გახდა, რომლებმაც 11 თევზის დაჭერა მოახერხეს, ჯამური წონით 32.400გრ!
ასევე, განსაკუთრებული მადლობა გვსურს გადავუხადოთ Carpology Shop-ს ტურნირის მხარდაჭერისთვის და პრიზებისთვის!
გთავაზობთ საბოლოო შედეგებს და ტურნირის ფოტოებს!
